LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცმა ჰარიმ და მეგანმა არჩის ნათლობის ფოტო გაავრცელეს

904
21399471

პრინცი ჰარის და მეგან მარკლის პირველი შვილი, ორი თვის არჩი უინძორში გუშინ მონათლეს. სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას გადაწყვეტილებით, პრინც არჩის ნათლობის ცერემონია დახურული იყო. ნათლობის გასაიდუმლოებამ მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

ცერემონიაზე გადაღებული ფოტოები რამდენიმე საათში სამეფო ოჯახის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

ნათლობის ცერემონიას დედოფალი არ დასწრებია.

გავრცელებულ ერთ ფოტოზე,რომელიც უინ­ძო­რის სა­სახ­ლე­ში მწვა­ნე ოთახ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი,  სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი­სა და ჰერ­ცო­გი­ნი­ას გარ­და მე­გა­ნის დედა, პრინ­ცი უი­ლი­ა­მი, ქეით მიდლტო­ნი და  კა­მი­ლა პარ­კე­რიც ჩა­ნან.

 

პა­ტა­რა არჩი კი ხელ­ში დე­დას უჭი­რავს.

არ­ჩის, სა­მე­ფო ტრა­დი­ცი­ის თა­ნახ­მად, ნათ­ლო­ბის კაბა ეცვა. ვინ არი­ან პა­ტა­რა პრინ­ცის ნათ­ლი­ე­ბი, ჯერ კი­დევ არ არის ცნო­ბი­ლი.ნათ­ლო­ბას სულ 25-მდე ადა­მი­ა­ნი ეს­წრე­ბო­და.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები