მსაჯები ყვითელი ბარათით დასჯიან იმ ფეხბურთელებს, რომლებიც 11-მეტრიანის დარტყმის დროს მოძრაობის რიტმს ცვლიან. ან კიდევ უარესი: პენალტს საერთოდ გააუქმებენ. საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ წესებში ცვლილებები დაამატა.
ამის შესახებ ტვიტერში დაწერა Times-ის ჟურალისტმა ჰენრი უინტერსმა. IFAB-მ მოითხოვა, რომ მსაჯებმა ყვითელი ბარათით დასაჯონ ფეხბურთელები, რომლებიც დარტყმამდე მოძრაობას ცვლიან, ანაც საერთოდ გააუქმონ პენალტი.
მსაჯებმა ასევე მიიღეს უფლება ფეხბურთელი მატჩის დაწყებამდეც გააძევონ ოღონდ შეცვლის უფლებით. მაგალითად, გასახდელში ან გამოსვლისას ჩხუბისთვის.
IFAB – საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ფეხბურთში წესების შემოღებით და დარეგულირებით არის დაკავებული.