LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლა ხალხი გამოჭენდება და იტყვის, რა მაგარი ადამიანი იყავი, ისინიც, ვინც გული გატკინეს…“

23696
vaxo-kandelaki-gogichanews19

მსახიობი ვახო კანდელაკი გიორგი გოგიჩაიშვილთან ერთ-ერთ შეხვედრას იხსენებს, როცა ორივე მათგანს გადაცემები დაუხურეს.

გთავაზობთ მსახიობის პოსტს კოლეგისა და მეგობრის შესახებ:

„ბოლოს პირველი არის ეზოში ვნახე.

ძალიან გაბრაზებული, უფრო სწორედ ნაწყენი იყო!!

– ბიჭო, გადაცემა დამიხურეს ისე, რომ ეს ყველაფერი ჩაწერაზე გავიგეო.

– გოგიჩ, მეც იმავე სიტუაციაში ვარ, ახლა გავიგე-მეთქი.

თავში გამიელვა აზრმა და ეგრევე გავუზიარე – მოდი, ვუჩივლოთ მაგ არაკაცებს-მეთქი,

– მოდიო!!! მაგას არ შევარჩენო.

ორი საათის მერე დამირეკა და მეუბნება – ვახსტანგი ( ასე მეძახდა გოგიჩა) ბიჭო, რაღაც მაგრად მერიდება სასამართლოში გასაჩივრება, რას იტყვის ხალხიო!!!

ახლა ხალხი გამოჭენდება ჩემო ძმობილო ამ სივრცეში და დაიწყებს მიწერ-მოწერას, თუ რა მაგარი ადამიანი იყავი და რა ნიჭიერი!!!

ისინიც დაწერენ უეჭველი, თავი რომ გაიმართლონ, შენ რომ გული გატკინეს.

ჩემო უფროსო და უკეთილესო მეგობარო,

შევხვდებით ერთმანეთს და მერე გავარკვიოთ ყველაფერი❤

მიყვარხარ და მომენატრები!!!“

შეგახსენებთ, რომ გიორგი გოგიჩაიშვილი დღეს, 4 ივლისს გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები