LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეი-ზის, სავარაუდოდ, 22 წლის შვილი ჰყავს

44

სანამ ყველა განიხილავს, დაძლევენ თუ არა ბიონსე და ჯეი-ზი ოჯახურ კრიზისს და აპირებენ თუ არა კიდევ ერთი შვილის გაჩენას, ვინმე ვანდა სატერტვეიტი ამტკიცებს, რომ მას ჯეი-ზისგან ჰყავს შვილი, რიმირი, რომელიც ახლა 22 წლისაა.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში რეპერის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს და მის მამობას დაამტკიცებს. ვანდა შიშობს, რომ 46 წლის ჯეი-ზი უარს იტყვის დეენემის ანალიზის ჩაბარებაზე.

ვანდას მტკიცებით, შონ კორი კარტერისგან 22 წლის წინ დაორსულდა, ჰყავს არაჩვეულებრივი შვილი, რომელიც იმსახურებს მამის მიერ აღიარებას.

ჯეი-ზისა და ბიონსეს სამი წლის გოგონა, ბლუ აივი ჰყავთ. რეპერის წარმომადგენლები ვანდას ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები