LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაილი მონოუგი და კრის მარტინი ლეგენდარულ Can’t Get You Out Of My Head ასრულებენ (ვიდეო)

258
kylie-minogue-chris-martin-glastonbury-2019-billboard-u-1548

კაილი მონოუგი და კრის მარტინი  გლასტონბერის ფესტივალზე ლეგენდარულ სიმღერას Can’t Get You Out Of My Head ასრულებენ. ვიდეოში კარგად ჩანს, რომ მსმენელი ემოციებს ვერ მალავს. ისინი ოვაციებით შეხვდნენ coldplay –ს ლეგენდარულ სოლისტსაც. აღსანიშნავია, რომ მათი პერფორმანსი სიმბოლურია, რადგან როგორც BBC radio 2 იუწყება, 2005 წელს კაილიმ  გლასტონბერის ფესტივალი უეცრად გამოტოვა, რადგან პოპვარსკვლავს მკერდის სიმსივნე დაუდგინეს. სწორედ მაშინ coldplay-მ ფესტივალზე კაილისთვის დაუკრა.

ინტერნეტში ასევე კაილის და კრისის ბექსთეიჯში გადაღებული ვიდეო ვრცელდება.

https://www.youtube.com/watch?v=HXrVLoSfWK4

ცნობისთვის, კაილი მინოუგს სიმსივნის დიაგნოზი 2005 წელს დაუსვეს, ამის გამო მომღერალს ტურნეს გაუქმება მოუხდა, რადგან ოპერაცია და ქიმიოთერაპიის კურსი უნდა ჩაეტარებინა. ამ ამბავში, ერთ-ერთი ყველაზე გულისამაჩუყებელი არის ის, რომ როდესაც მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისმა თაყვანისმცემლებმა გაიგეს, გადაწყვიტეს ჩაშლილი კონცერტის ბილეთების თანხა უკან არ დაებრუნებინათ, მათ ამ გზით მხარდაჭერა გამოუცხადეს მომღერალს.

“როდესაც ექიმებმა დიაგნოზის შესახებ მითხრეს, ფეხებქვეშ მიწა გამომეცალა. მეჩვენებოდა, რომ უკვე მოვკვდი”,  – ამბობს მომღერალი. კაილის ქიმიოთერაპიის რვათვიანი კურსის გადატანა მოუხდა და დაავადება საბოლოოდ დაამარცხა კიდევაც, რის შემდეგაც სათავეში ჩაუდგა ორგანიზაციას, რომელიც ქალებს ონკოლოგიური დაავადებების შესახებ ინფორმირებაში ეხმარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები