დაბა ხელვაჩაურში სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო შეიქმნება. „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ „შპს „თ.ე.მ.ი ქაფბლოკს“ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად ქალაქ ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში 4189.00 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა–ნაგებობა გადასცა.
როგორც “ფორტუნას” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შპს „თ.ე.მ.ი ქაფბლოკი“ უზრუნველყოფს არანაკლებ 1 525 000 ცალი ცემენტის სამშენებლო ბლოკის წარმოებას, რისთვისაც 1 039 344 ლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. საწარმოში სულ მცირე 15 ადამიანი დასაქმდება.
სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 164 საწარმო დაფინანსდა. მთლიანი ინვესტიციები 400 მილიონ ლარს აჭარბებს და 7500-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს