LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერითა და ბლოკის გარეშე – კანონპროექტი დარეგისტრირდა

72
archevnebi

ქართულმა ოცნებამ პარლამენტში კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომლითაც 2020 წლისთვის არჩევნების ჩატარება ნულოვანი ბარიერითა და ბლოკების გარეშე იგეგმება.

კანონპროექტების ავტორებად დოკუმენტში პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე არიან მითითებული.

კონსტიტუციური კანონპროექტი ითვალიწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პორობებში.

“საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდეროვით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად მანდატს მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას”- აღნიშნულია კანონპროექტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები