LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი შეფერხებით მუშაობს

192
მეტრო

ტექნიკური შეფერხების გამო, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე,მეტროსადგურები „ვაჟა-ფშაველა” და „სახელმწიფო უნივერსიტეტი” 10:15 საათიდან შეფერხებით მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

„მგზავრების მომსახურება მხოლოდ მეტროსადგურ „დელისამდე” არის შესაძლებელი. სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ. მეტროსადგურები უახლოეს პერიოდში გაიხსნება და საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

თბილისის მეტროს პირველი ხაზი („ახმეტელის თეატრი”- „ვარკეთილი”) შეუფერხებლად მუშაობს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის”, – აღნიშნულია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები