ეს ადამიანი ყველაფერია, საქართველოს მოკავშირის და გულშემატკივრის გარდა, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს და აზიარებს გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის ინტერვიუს, რომელშიც ის 20-21 ივნისის მოვლენებსა და მას შემდეგ განვითარებულ პროცესებს აფასებს.
ჰუმბერტ ქნირში აღნიშნავს, რომ „ასეთ ვითარებაში ყველაზე კარგი გამოსავალია, წინ ვიყუროთ და სიტუაცია არ გავართულოთ ერთმანეთის მიმართ ძალიან მკაცრი მოქმედებებით“.[related_news id=”215905″ align=”left”]
„დიდი ბოდიში, მაგრამ ეს ადამიანი ყველაფერია, საქართველოს მოკავშირის და გულშემატკივრის გარდა. ეს ტექსტი, თუ ის მართლა მისია, არის აბსოლუტური სირცხვილი და საქართველოს ფუნდამენტური ინტერესების მინიმუმ არცოდნა“, – წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქში“.
ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა.
პროტესტის მეათე დღეს, 29 ივნისს, თავისუფლების მარში გაიმართება. მარში რესპუბლიკის მოედანზე, 19:00-ზე დაიწყება და თავისუფლების მოედნამდე გაგრძელდება.