LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაპიტანი კაშია საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

57

არნემის “ვიტესის” გულშემატკივრებმა 2015/16-სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად გუნდის ქართველი კაპიტანი გურამ კაშია დაასახელეს.

“არ მსურს საუკეთესობა ცუდი შედეგების ფასად”, – განაცხადა კაშიამ მას შემდეგ, რაც “ვიტესი” “უტრეხთან” (1:3) დამარცხდა და სატურნირო ცხრილში მეათე ადგილზე დაქვეითდა.

გუნდის მეორე ქართველმა ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა კი “ვიტესის” შემადგენლობაში მე-100 შეხვედრა ჩაატარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები