LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესიმ, სუარესმა და ნეიმარმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესეს

36

მესიმ, სუარესმა და ნეიმარმა „ბარსელონას“ შემადგენლობაში 123 გოლი გაიტანეს და შარშანდელი სეზონის რეკორდი მოხსნეს.
ლუის სუარესმა სევილიაში „ბეტისთან“ 2:0 მოგებულ თამაშში თავის აქტივს კიდევ ერთი გოლი შემატა და არა მარტო პრიმერა დივიზიონის, არამედ ევროპის წამყვანი ჩემპიონატების ბომბარდირთა დავას უდგას სათავეში.
ამ გოლით კატალონიელთა არაამქვეყნიურ ტრიოს ერთად აღებულს უკვე 123 გოლი დაუგროვდა და ერთით ჯობნის მათსავე წინა სეზონის შედეგს.
2014/15 წლების სეზონში მესიმ 58 გოლი გაიტანა, ნეიმარმა – 39, ხოლო სუარესმა – 25.
ახლა სიტუაცია შეიცვალა: ყველაზე მეტი სუარესს გააქვს – 54 გოლი, მესი მეორეა – 40, ხოლო ნეიმარს 29 ბურთი აქვს გატანილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები