რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „გაერთიანებული ავიასამშენებლო კორპორაციისგან“ ავიაგამანადგურებლები და ვერტმფრენები შეიძინა.
ხელშეკრულება სუ-57 ტიპის 76 ავიაგამანადგურებლისა და მი-28HM ტიპის 98 ვერტმფრენის შეძენას ითვალისწინებს. შესაბამისი განკარგულება კრემლის ლიდერმა ჯერ კიდევ გასულ თვეს გასცა.
კონტრაქტს ხელი გამოფენა არმია-2019-ზე ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანდასწრებით მოეწერა.
„გაერთიანებული ავიასამშენებლო კორპორაცია ავიაგამანადგურებლებს რუსეთის საჰაერო ძალებს 2019 წლის ბოლომდე მიაწვდის.