LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპულ აეროპორტებში მავნე გამონაბოლქვი მინიმუმამდე შემცირდება

80
airportsnews19

ევროპის 200-მდე აეროპორტმა, რომლებიც 40 ოპერატორის მიერ იმართება, გადაწყვიტეს რომ გარემოს დაბინძურების პრობლემა 2050 წლამდე მოაგვარონ. კლიმატის ცვლილება თითქმის შეუქცევად პროცესად იქცა და თავისი ვალდებულება აეროპორტებმაც უნდა აიღონ.

ავიაცია გარემოს დაბინძურებაზე მართლაც დიდ გავლენას ახდენს და ექსპერტთა აზრით, ავიაკომპანიების მიმართ კონტროლი ძალიან უნდა გამკაცრდეს.

აღსანიშნავია, რომ 43 ევროპული აეროპორტი ამ საკითხს უკვე დიდი ხანია რაც აკონტროლებს, ხოლო ნულოვანი გამონაბოლქვი კი მხოლოდ 3 აეროპორტშია და სამივე მათგანი შვედეთში მდებარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები