LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაწილი მონასტერში უნდა წავიდეს, ნაწილი დარჩეს პარლამენტში – ქანთარია 26 ივნისის მოვლენებზე

114
qantaria

საქართველოს პარლამენტის წევრი, ნუკრი ქანთარია იმ თანაგუნდელებს აკრიტიკებს, რომლებმაც ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირეს.

ქანთარია ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების პროცესში მონაწილეობა პრინციპული იყო. 

ჯაში: დაღუპული გმირის დედის და ჩემი დედამთილის თხოვნით არ მივიღე კენჭისყრაში მონაწილეობა

ჯაში განმარტავს, რატომ შეიკავა თავი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებულ კენჭისყრაში მონაწილეობისგან. 

“ეს არის პოლიტიკა და პარლამენტი. ან პარლამენტი ან მონასტერი. ნაწილი ალბათ მონასტერში უნდა წავიდეს, ნაწილი პარლამენტში დარჩეს”, — თქვა ქანთარიამ.

ქანთარიას ამ განცხადებას წინ უსწრებდა მისი თანაპარტიელის, მარიამ ჯაშის კომენტარი, რომელიც პროცესში მონაწილეობისგან თავის შეკავებას მიმტევებლობას უკავშირებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები