LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლავ ლეღვის ნახარში: 21 წლის გოგო ქიმიური დამწვრობით საავადმყოფოში მოხვდა

545
9a73d3282c4ae67b116cf3e100bb210b_XL

მრავალწლიანი გაფრთხილებების მიუხედავად, ლეღვის ნახარში რუჯის მისაღებად წელსაც გამოიყენეს.

დამწვრობის ცენტრში 21 წლის გოგო, სწორედ ამ ნახარშის გამოყენების შედეგად მიღებული ქიმიური დამწვრობით მკურნალობს.

დამწვრობის ცენტრის დირექტორი, გუგა ქაშიბაძე “ფორტუნასთან” ამბობს, რომ გოგონას საავადმყოფოში დარჩენა, სულ მცირე 2 კვირით მოუწევს.

“კარგია, რომ წელს პირველი შემთხვევაა, მაგრამ ცუდია იმიტომ რომ ჯობდა საერთოდ არ ყოფილიყო,” – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ “ფორტუნასთან”.

მისივე ინფორმაციით, შარშან, მთელი წლის განმავლობაში, ლეღვის ნახარშით მიღებული დამწვრობის 4 შემთხვევა დაფიქსირდა.

ცენტრში მზისგან მიღებული დამწვრობის გამო, ამ ეტაპზე 8 პაციენტი მკურნალობს, მათ შორისაა 5 და 15 წლის ბავშვი, დანარჩენი მოზრდილები. როგორც გუგა ქაშიბაძე განმარტავს, მათი მდგომარეობა რთული არ არის. აღსანიშნავია, რომ მზით დამწვრობას ძირითადად, გოგონები იღებენ.

ექიმები მოქალაქეებს მოუწოდებენ 11:00 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში თავი შეიკავონ ხანგრძლივად მზეზე ყოფნისგან და გამოიყენონ მზისგან დამცავი საშუალებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები