მას შემდეგ, რაც პრინცს აივ ინფექცია დაუდგინეს, ლეგენდარული მომღერალი სიკვდილისთვის „მზად იყო“, ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
The National Enquirer-ის წყარო, რომელიც მუსიკალურ ინდუსტრიაში მუშაობს ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მძიმე დაავადების გამო მომღერალი თავს ძალიან ცუდად გრძნობდა; ექიმებმა მას უთხრეს, რომ სისხლში ეროთროციტების რაოდენობა მინიმუმამდე იყო დაწეული, ორგანიზმში ჰქონდა რკინის დეფიციტი, უჭირდა საჭმლის ჭამა და ძალიან იშვიათად იკვებებოდა.
წყაროს ინფორმაციით, პრინცი ვირუსით 1990-იან წლებში დაავადდა, თუმცა ამის შესახებ გარდაცვალებამდე ექვსი თვით ადრე შეიტყო.
რადგანაც მომღერალი იეჰოვას მოწმე იყო, უარს ამბობდა წამლების მიღებაზე და სჯეროდა,რომ ლოცვა განკურნავდა.