საქართველოს გეოგრაფიის პირობებში სატელიტური მომსახურების მიწოდება სატელევიზიო სიგნალის მისაღებად საუკეთესო გზაა, – ამის შესახებ გლობალური სატელიტ-ოპერატორის SES-ის უფროსმა ბიზნეს-ანალიტიკოსმა რიკარდო ტოპჰემმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრესკოფერენციაზე, სადაც SES-მა საქართველოში ჩატარებული სატელიტური კვლევის შედეგები წარმოდგინა, აღინიშნა, რომ საქართველოში სატელევიზიო სიგნალის მიღების წამყვან საშუალებას სატელიტი წარმოადგენს.
კითხვაზე, თუ როგორ ხედავს ციფრული მიწისზედა მაუწყებლობის პირობებში SES-ი საქართველოს ბაზარს, კომპანიის წარმომადგენლება აღნიშნეს, რომ მოსახლეობის მოთხოვნა საუკეთესო გამოსახულების მიღებაა, რასაც SES-ი უზრუნველყოფს.
”ჩვენ ვხედავთ, რომ მომხმარებლებში არსებობს მოთხოვნა საუკეთესო გამოსახულება მიიღონ. სატელიტი კი ამაში კარგად არის პოზიციონირებული. ჩვენი სტრატეგიაა, რომ მომხმარებელს მაქსიმალურად კარგი მომსახურება მივაწოდოთ. თქვენი გეოგრაფიის – მთა-გორიანი ქვეყნის პირობებში, რთულია საკაბელო მომსახურების მიწოდება. ამ შემთხვევაში სატელიტი საუკეთესო გზაა” – განაცხადა რიკარდო ტოპჰემმა.
SES-ის ყოველწლიური ბაზრის კვლევის მიხედვით, ზრდა ფიქსირდება ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში, სადაც SES-ს ამჟამად, შესაბამისად, 156 025 და 8 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.
SES-ის მომხმარებელთა რაოდენობა – 84 მილიონი ოჯახი – უცვლელი რჩება ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებში – 44 მილიონი. ეს ციფრები გულისხმობს პირდაპირ თანამგზავრულ მაუწყებლობას (direct-to-home, DTH) და ასევე საკაბელო და ინტერნეტ (IP) ტელევიზიებს, რომელთა კვების წყაროს თანამგზავრი წარმოადგენს.