25 ივნისი მაიკლ ჯექსონის გარდაცვალების დღეა. ,,პოპის მეფე” 2009 წელს, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლეგენდარული მომღერლის დამ ძმის ხსოვნას პატივი The Sunday Times-თან ინტერვიუში მიაგო. ჯენეტის განცხადებით, მაიკლის მემკვიდრეობა თაობებს გადაეცემა.
აღსანიშნავია, რომ სიცოცხლეში მაიკლმა ჯენეტთან მხოლოდ ერთხელ ითანამშრომლა. Scream – ასე ჰქვია ვარსკვლავური წყვილის დუეტს, რომლის კლიპი 38-ე ,,გრემიზე” ,,საუკეთესო მოკლემეტრაჟიან მუსიკალურ ვიდეოდ” დასახელდა.
შეგახსენებთ, რომ მაიკლ ჯექსონი გარდაცვლილი საკუთარ სახლში იპოვეს. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად, პროფოფოლითა და ბენზოდიაზეპინით ინტოქსიკაცია დასახელდა. სიკვდილი მისი პირადი ექიმის, კონრად მიურეის არაგანზრახულ მკვლელობად შეფასდა.