შეკვეთილში, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია იმართება.
ადგილზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ რეგიონის წარმომადგენელ ახალგაზრდებთან ერთად პლაკატებით არიან მისული. ისინი თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციას სოლიდარობას უცხადებენ და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.
დემონსტრაციის მონაწილეები პერმანენტული აქციების მოწყობას გეგმავენ. რამდენიმე მათგანმა შიმშილობის დაწყებაც დააანონსა.