LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არც ისე კომფორტული იყო – გავრილოვმა კობახიძის სავარძელი დაიწუნა

136
gavrilov-news25

“ისე რა სავარძელი იყო, არც მაინცდამაინც მყუდრო და კომფორტული,” – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტმა სერგეი გავრილოვმა რუსეთის ტელეარხ “ენ-ტე-ვეს” გადაცემაში განაცხადა.

დეპუტატმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

მისივე ინფორმაციით, საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციებმა უსაფრთხოების წერილობითი გარანტიები მიიღეს, თუმცა მას გადასცეს ოპოზიციის ლიდერის განცხადება, რომლის თანახმადაც “გავრილოვის სტუმრობა არასასურველია, რადგან ის მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში აფხაზეთში”. გავრილოვი აღნიშნულს უარყოფს.

“არასდროს ამიღია ხელში იარაღი და მონაწილეობა არ მიმიღია საბრძოლო მოქმედებებში. ხოლო ცხელ წერტილებში მხოლოდ ჰუმანიტარული მისიით, ქრისტიანების დასახმარებლად ვარ ნამყოფი”, – აღნიშნა გავრილოვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები