LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერევანში ავტობუსის აფეთქების მიზეზი ბომბია

178

ერევანში ავტობუსის აფეთქების მიზეზი, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი გარდაიცვალა, ბომბი გახდა, ამის შესახებ ქვეყნის პოლიციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ გასპარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ბომბი ავტობუსში აფეთქდა თუმცა სხვა დეტალების შესახებ გასპარიანს არ უსაუბრია.

თავის მხრივ პოლიციის ხელმძღვანელის მრჩეველმა ნარეკ მალიანმა განაცხადა, რომ აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია.

„ავტობუსი არ იწვოდა, „მშრალი“ აფეთქება მოხდა. ავტობუსი მოძრაობის დროს აფეთქდა,“ -აღნიშნა მალიანმა.

ახლა პოლიცია სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს სწავლობს. ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი, ბომბი ტრანსპორტში დამონტაჟებული იყო, თუ რომელიმე მგზავრს ჰქონდა თან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები