აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტს, უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციას (OPIC) და საპარტნიორო ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. იგი ითვალისწინებს პროექტების დაფინანსების მიმართულებით საპარტნიორო ფონდისა და „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციის“ თანამშრომლობას.
ვაშინგტონში OPIC-ის მთავარ ოფისში, ვაშინგტონში OPIC-ის მთავარ ოფისში ხელი მოაწერეს საქართველოს ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნათია თურნავამ და OPIC-ის ადმინისტრაციის უფროსმა კამერონ ალფორდმა მოაწერეს ხელი.
საქართველოს ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, OPIC-თან თანამშრომლობა ძალიან მნიშვმნელოვანია. მისი თქმით, „საქართველოს პრემიერ-მინისტრის 4-პუნქტიანი რეფორმების ფარგლებში, საპარტნიორო ფონდი და OPIC-ი მუშაობენ სტარტაპების ფონდის დაფინანსებაზე. ეს იქნება ფონდი, სადაც, როგორც OPIC-ი გააკეთებს კონტრიბუციას, ასევე – საპარტნირო ფონდი და შესაბამისად, ეს იქნება ჩვენი რეფორმების კიდევ ერთი მხარდაჭერა.“ ვიცე-პრემიერის განცხადებით, ქართულმა მხარე და OPIC-ი შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად გამოავლენენ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს, სადაც OPIC-იდან თანხების მოზიდვა უფრო მარტივად იქნება შესაძლებელი.
მემორანდუმის თანახმად, საპარტნიორო ფონდი და OPIC ერთობლივად შეისწავლიან სხვადასხვა კომერციულად საინტერესო პროექტებს და შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ერთობლივად დააფინანსებენ. დოკუმენტის მიხედვით, მხარეები ჩამოაყალიბებენ გრძელვადიანი თანამშრომლობის ზოგად პრინციპებს, რომლებიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროებში პროექტების ეფექტურ და სწრაფ განხორციელებას.
ამ ეტაპზე, ფონდი და აშშ-ის მთავრობის „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია“ (OPIC) აქტიურად თანამშრომლობენ რამდენიმე პროექტის ფარგლებში, მათ შორისაა სასტუმრო “რედისონ წინანდლის” პროექტი, მცირე და საშუალო საწარმოების ფონდში Gazelle Finance-ში თანამონაწილეობა, ჯანდაცვის სექტორში რიგი ერთობლივი პროექტის განხორციელება და სხვა პროექტები.
„უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია“ აშშ–ის მთავრობის ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც საერთაშორისო განვითარებაზე მუშაობს. კორპორაცია თავს უყრის კერძო კაპიტალს და მას მსოფლიოს განვითარებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევებისაკენ მიმართავს. რადგან OPIC–ი შეერთებული შტატების კერძო სექტორთან მუშაობს, იგი ეხმარება ამერიკულ ბიზნესს გაფართოვდეს განვითარებად ბაზრებზე, რითიც ხელს უწყობს შემოსავლების ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ აღმავლობას შეერთებულ შტატებსა და საზღვარგარეთ. OPIC–ი თავისი მისიის განსახორციელებლად ინვესტორებს სთავაზობს ფინანსურ რესურსს, გარანტიებსა და რისკების დაზღვევას, აგრეთვე მხარს უჭერს კერძო საინვესტიციო ფონდებს. OPIC–ი, როგორც აშშ–ის მთავრობის სააგენტო, 1971 წელს დაარსდა და მთლიანად თვითდაფინანსებაზე მუშაობს. OPIC–ის ყველა პროექტი ხორციელდება გარემოსა და სოციალური დაცვის მაღალი სტანდარტების შესაბამისად. OPIC პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, რომლებიც მოიცავს დასაქმებულთა უფლებებსაც. ამ სტანდარტების დაცვით OPIC ესწრაფვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები იმ ქვეყნებში, სადაც თავად მოღვაწეობს. OPIC -ის სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია 160-ზე მეტ ქვეყანაში. 1971 წლიდან დღემდე OPIC -მა განახორციელა 200 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია.
OPIC წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ განვითარების ინსტიტუტს, რომელმაც ინვესტირება განახორციელა საქართველოში მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წელს. OPIC-მა საქართველოში დღემდე განახორციელა 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია 50-ზე მეტ პროექტში, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და „ფრანჩაიზის“ ქსელების ჩათვლით. დღევანდელი მონაცემებით, OPIC აფინანსებს 20-ზე მეტ მიმდინარე პროექტს ეკონომიკური სტაბილურობის მხარდასაჭერად ქვეყანაში.