„გაატარე შენი ზაფხული საქართველოში“ ანუ Spend Your Summer in Georgia – ამ სახელწოდებით სოციალურ ქსელში სპეციალური ჯგუფი გამოჩნდა, რომელიც საქართველოში ტურისტების მოსაზიდად შეიქმნა.
„ვეხმიანებით მიმდინარე მოვლენებს, რაც უკავშირდება ქვეყნის ტურისტული იმიჯის საფრთხის ქვეშ დაყენებას, და გვსურს მოგიწოდოთ დავიწყოთ აქტიური სოციალური კამპანია გაატარე ზაფხული საქართველოში / Spend your summer in Georgia. კამპანიის მიზანია, ხელი შევუწყოთ ქვეყნის პოპულარიზაციას, მოვიზიდოთ ტურისტები და დავანახოთ მსოფლიოს, ქვეყნის რეალური ტურისტული პოტენციალი.
კამპანიის განმავლობაში აქტიურად გავაზიაროთ ქვეყნის საიმიჯო ვიდეო რგოლები და ბლოგ-პოსტები ჰეშთეგით #spendyoursummeringeorgia”, – ამბობენ ჯგუფის შემქმნელები.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფი მიმდინარე წლის 22 ივნისს შეიქმნა და ამ 2 დღეში მასში უკვე 103 ათასზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული.
ცნობისთვის, ჯგუფში ქართველი მომხმარებლები წერენ რეკომენდაციებს, იწვევენ ტურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. აქვე არიან უცხოელებიც, რომლებიც უკვე სტუმრობდნენ საქართველოს და მადლიერების ნიშნად ჩვენთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებენ. უცხოელების ნაწილი კი წერს, რომ სწორედ წელს გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას და იღებს რჩევებს, სად რა ფასად დაისვენოს.
უფასო ბინა ტურისტებს: ქართველების ახალი კამპანია რუსეთის სანქციის სანაცვლოდ
ტურისტებს სანაცვლოდ მხოლოდ ერთი რამის გაკეთება ევალებათ