LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღე მეოთხე: პარლამენტის წინ აქცია განახლდა

230
aqcia daiwyo

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია “სირცხვილია” განახლდა. ეს აქციის მეოთხე დღეა, მისი მოთხოვნები კი უცვლელი რჩება.

დემონსტრანტები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას, 2020 წლის საპარლამენტი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას და 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

“მიუხედავად იმისა, რომ მურუსიძეა მოსამართლე, ველოდებით, რომ ჩვენი მეგობრები, რომლებიც დაკავებულები არიან, დღესვე გათავისუფლებიან და შემოგვიერთდებიან. ველოდებით, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგება; ველოდებით, რომ ხელისფლება, რომელმაც დაუშვა, რომ ოკუპანტი წამოგვჯდომოდა თავზე, ამ პარლამენტში, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოცხადდა, აიღებს პასუხისმგებლობას ამაზე და მოგვცემს პროპორციულ არჩევნებს, რომლის შედეგადაც ძალაუფლება დაუბრუნდება ხალხს” – განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

ყველა გამომსვლელმა აქციის მშვიდობიანობას გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ მათი მოთხოვნები მალე შესრულდება. მიკროფონთან მისული ყველა გამომსვლელი აღნიშნავდა იმასაც, რომ ამ პროტესტს ვერც ერთი ოპოზიციური ძალა საკუთარი მიზნებისთვის ვერ გამოიყენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები