LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შანხაის კინოფესტივალზე ქართულმა ფილმმა გაიმარჯვა [ფოტოები]

7019
65177379_2397080567020371_3678595963825422336_n

აზიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინო მოვლენა – შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოვების ცერემონია დასრულდა. ფესტივალის მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა დიტო ცინცაძის ფილმი “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე”. ამავე ფილმში შესრულებული ქალის საუკეთესო როლისთვის კი პრიზი მსახიობ სალომე დემურიას გადაეცა.

“ჩაისუნთქე-ამოისუნთქე” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. იგი საქართველოს, შვედეთისა და რუსეთის კოპროდუქციაა. ფილმის მსოფლიო პრემიერა შანხაიში 22 ივნისს შედგა.