LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო კასრაძე რობერტ სტურუას მიმართავს – საქართველო იყო,არის და იქნება!

38172
58543022_1303478419805126_6053750936218632192_n

თბილისში მიმდინარე პროცესებზე რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის , რობერტ სტურუას ფეისბუქპოსტს, მსახიობი ნინო კასრაძე ეხმაურება.

“ვინც მიცნობს,კარგად იცის, რომ არც სოციალურ ქსელში ვარ და არასოდეს არც ერთ თემაზე საჯაროდ კომენტარს არ ვაკეთებ….
მაგრამ დღეს(ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების კონტექსტში)არაფრით არ შემიძლია გავჩერდე და ჩემი აზრი არ გამოვთქვა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის,რობერტ სტურუას ფეისბუქ პოსტთან დაკავშირებით…
მესმის,რომ ყველას თავისი აზრი გააჩნია,მესმის რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება უზენაესია,ჰოდა,ვსარგებლობ ამ უზენაესი უფლებით…
ბატონო რობერტ,გუშინ და გუშინწინ რუსთაველზე ახალგაზრდები იდგნენ,სტუდენტები, თინეიჯერები,ჩემი სალომეს და თქვენი ელენეს თანატოლები.ზუსტად ისინი, ვინც ხვალ ის ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება უნდა დააკომპლექტოს,რომელზეც ყველა ვოცნებობთ.მეც ჩემს შვილებთან ვიდექი, აბა, მარტო ხომ არ დავტოვებდი, ანდა ხომ არ ვაიძულებდი სახლში დარჩენას?! ანდა რა უნდა მეთქვა, პროტესტი რატომ გაგიჩნდათ,მოგეჩვენათ ეს ყველაფერი-თქო?!
მე იქ ბოროტი სული არ მინახავს, არც ნაცისტების ზეიმი მინახავს,ზეიმი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აღარ არის…
პირიქით,ახალი საქართველო ახლა იბადება-უკომპრომისო,პატრიოტი და, სამწუხაროდ, ზოგი
ცალთვალა…
ოცდახუთწლიანი ურთიერთობის განმავლობაში, სიყვარულითა და აღტაცებით სავსე ურთიერთობის მანძილზე, პირველად გამიჩნდა გადაულახავი სურვილი გამოვთქვა პროტესტი.პროტესტი თქვენი პოზიციის მიმართ, რომ თითქოს “საქართველო აღარ არის”!
საქართველო იყო, არის და იქნება!!!!- წერს ნინო კასრაძე

“ბოროტმა სულმა იმარჯვა, ნაცისტები ზეიმობენ, საქართველო აღარ არის” – ამ შინაარსის სტატუსით გამოეხმაურა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურია თბილისში, 20 ივნისს დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს.

სტურუა: ბოროტმა სულმა იმარჯვა, ნაცისტები ზეიმობენ, საქართველო აღარ არის

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებზე წერს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები