”გურჯაანის ნაყინი” საქართველოს იმპორტიორთა ტოპ 90-ში მე-5 ადგილზეა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული იმპორტ/ექსპორტიორების საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის შესახებ, ოფიციალური ინფორმაცით, სტატისტიკური რანჟირების შედეგების მიხედვით, კრიტერიუმის ”ექსპორტ/იმპორტის მოცულობა” -შპს „აისი,“ იგივე „გურჯაანის ნაყინი“ საქართველოს იმპორტიორთა ტოპ 90-ში მე-5 ადგილზეა.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ამ წარმატებისთვის ”გურჯაანის ნაყინი” დაჯილდოვდა ოფიციალური საერთაშორისო სერტიფიკატით და სამახსოვრო მედლით, ოქროს წარწერით – IMPORT EXPORT AWARD.
”როგორც წლის საუკეთესო ექსპორტიორი და იმპორტიორი საწარმოების დაჯილდოების ოფიციალურ წერილშია ნათქვამი, მეტად მნიშვნელოვანია იმ საწარმოებისა და მეწარმეების გამოვლენა და წახალისება, რომლებმაც 2015 წელს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის უმაღლეს მაჩვენებლებს მიაღწიეს და რომლის საქმიანობაც სოციალურად და ეკონომიკურად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადეს ”გურჯაანის ნაყინში”.
მათივე ინფორმაციით, იმ საწარმოებს, რომლებმაც მიაღწიეს მაღალ შედეგებს, ენიჭებათ ,,წლის იმპორტიორის“ წოდება დამსახურებული წარჩინების ნიშნების გადაცემით ეკონომიკის ლიდერების დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირში შემავალი ქვეყნების საწარმოთა ხელმძღვანელები აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან და უკრაინიდან.
”გურჯაანის ნაყინი” ”’დანადგარებისა და საკვები პროდუქტების იმპორტის” ჯგუფში იყო ნომინირებული.