რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო. ადგილზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა და სხვა ოპოზიციონერი ლიდერები. ააქციის მონაწილეებს სიტყვით „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ მიმართა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
“გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ის პოლიციელები და სპეცრაზმელები, ვინც უშუალოდ დამიზნებით ესროდა აქციის მონაწილეებს, რომლებმაც ახალგაზრდებს თვალები დასთხარეს” – აცხადებენ სტუდენტები სიტყვით გამოსვლისას.
რუსთაველის გამზირი, ხალხის სიმრავლის გამო გადაკეტილია. აქციის მონაწილეები მოითხოვონ თანამდებობა დატოვოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ და გუშინ მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა აიღოს.