Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
სერგეი გავრილოვი რედისონიდან პოლიციამ გაიყვანა – სად მიჰყავთ რუსი დეპუტატი? [ფოტო/ვიდეო] – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგეი გავრილოვი რედისონიდან პოლიციამ გაიყვანა – სად მიჰყავთ რუსი დეპუტატი? [ფოტო/ვიდეო]

390
64671084_2405883019696698_3481537980907126784_n

სასტუმრო “რედისონიდან” რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი გაიყვანეს, რომელიც საქართველოში მართლმადიდებლური კონფერენციის ფარგლებში იმყოფება.

მას სასტუმროდან გამოსვლა პოლიციის კორდონისა და პროტესტის ფონზე მოუწია. არსებული ინფორმაციით, გავრილოვი აეროპორტისკენ მიჰყავთ. [related_news id=”211609″ align=”left”]

მანამდე გავრილოვი ამბობდა, რომ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ყოფნის დრო არ შემცირდებოდა.

აქციის მონაწილეები, “რედისონიდან” პარლამენტისკენ მიემართებიან. მსვლელობის გამო, რუსთაველის გამზირზე სამანქანო მოძრაობა შეზღუდულია.

შეგახსენებთ, სასტუმროში რუსი დეპუტატები პარლამენტიდან გადაიყვანეს. რუსი დეპუტატების პარლამენტში მისვლის და თავმჯდომარის სავარძლის დაკავების შემდეგ, პარლამენტთან და პარლამენტში დიდი არეულობა დაიწყო. სესია შეწყდა და პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. დეპუტატები საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესიის ფარგლებში ჩამოვიდნენ. თუმცა, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, მათ მიერ სხდომის წაყვანა დაგეგმილი არ იყო.

 

 

ფოტო/ვიდეო: ნინო ზამბახიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები