LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: როგორც კი შევიტყვე გავრილოვზე, მაშინვე მოვითხოვე სესიის შეჩერება

510
91281f4e7a95a6c4a04a1ea3b46439e5

ყველასთვის ძალიან მძიმე სანახავი იყო ის, რაც ვიხილეთ ჩვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, – ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა, სადაც ვიზიტით იმყოფება.

კობახიძე ამბობს, რომ მის სავარძელზე რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის დაჯდომის შესახებ როგორც კი გაიგო, მაშინვე მოითხოვა სესიის შეჩერება.

„სამწუხაროდ, არ მქონდა მყისიერად საჯაროდ რეაგირების საშუალება გამომდინარე იქიდან, რომ არ ვარ საქართველოში , შემატყობინეს ამ ფაქტის თაობაზე და როგორც კი შევიტყვე, მაშინვე მოვითხოვე სესიის შეჩერება და ასეთი ფორმით სესიის გაგრძელების არ დაშვება.

კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, რომ რუსეთი არის ის ქვეყანა,  რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები. ამაზე ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ გუშინაც, როცა ვმონაწილეობდი სესიის გახსნაში და იმ ქმედებებს, რომელიც მომდინარეობს რუსეთის  ფედერაციიდან, არა აქვს არანაირი საერთო არც ქრისტიანობასთან და არც მართლმადიდებლობასთან და ის, რაც ვიხილეთ ჩვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში იყო აბსოლუტურად მიუღებელი“, – განაცხადა კობახიძემ.

რუსი დეპუტატების პარლამენტში მისვლის და თავმჯდომარის სავარძლის დაკავების შემდეგ, პარლამენტთან და პარლამენტში დიდი არეულობა დაიწყო. სესია შეწყდა და პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ.

რედისონს კვერცხებს ესვრიან [ვიდეო]

პარლამენტთან დაწყებული აქცია სასტუმრო “რედისონთან” გრძელდება.

პარლამენტთან დაწყებული აქცია სასტუმრო “რედისონთან” გრძელდება. აქციის მონაწილეების ნაწილმა რუსთაველზე საავტომობილო გზის ნაწილი დაიკავეს. „პუტინ ხუილო”, “გაუმარჯოს საქართველოს”.

სასტუმრო „რედისონში“ რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი იმყოფება.

გადაწყვეტილება, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა პარლამენტში აღარ გაგრძელდება, მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროპული საქართველოს და ენმ-ის დეპუტატებმა სერგეი გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების საშუალება არ მისცეს.

ამ გადაწყვეტილების მიღებას წინ სიტყვიერი დაპირისპირებები უძღოდა.

ქართული ოცნების წევრებმა, თამარ ჩუგოშვილმა, არჩილ თალაკვაძემ სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნა დაგმეს.

განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმაც და მომხდარს პროტოკოლური შეცდომა უწოდა.

ბიძინა ივანიშვილი: ჩემი რეკომენდაცია იყო ამ სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა

პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ სხდომის წაყვანა, ივანიშვილისთვის მიუღებელია.