LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა წადი – აქცია ნანა კოსტავას წინააღმდეგ [ვიდეო]

188
nana wadi - aqcia

“ნანა წადი” – ამ მოთხოვნით ქუთაისის მერიასთან  ორგანიზაცია “პოსტერუმ ქუთაისმა” აქცია გამართა.

 

აქციის მონაწილეებმა “ქართული ოცნება-კონსერვატორების” თავმჯდომარის ნანა კოსტავას თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვეს. ამის მიზეზი კი სოციალურ ქსელში ნანა კოსტავას მიერ გავრცელებული პოსტია. 

"კაი დღეში ხარ ახლა, იცინე" - საკრებულოს დეპუტატი სალომე ბარკერზე

ვებრძვი მართლმადიდებლობის შეურაცხმყოფელ ვიდეოებსა და გამონათქვამებს, ჩემი პოსტიც ამას ემსახურებოდა და მეტს არაფერს.

აქციაზე შეკრებილებმა საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების მონაწილეობით ვიდეორგოლი დაამზადეს და ილუმინაციის სახით მერიის შენობის ფასადზე გაუშვეს. მათი განცხადებით, ქუთაისი, თავისი შინაარსითა და ფასეულობებით დიამეტრალურად განსხვავდება ნანა კოსტავას მიერ გაკეთებული უღირსი განცხადებისაგან.

არაერთი საპროტესტო აქციის მიუხედავად, კოსტავას დღემდე საკრებულო არ დაუტოვებია.