უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი გაანთავისუფლეს. გაირკვა, რომ ექს-ჩინოვნიკი პოლიციის ანტიკორუფციულ განყოფილებაში დაკითხვისთვის გადაუყვანიათ.
„მართალია მოწმის სტატუსით მივედი, მაგრამ დამაკავეს, რაც არასასიამოვნო იყო. ეს დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ კითხვების რაოდენობიდან გამომდინარე, სხვანაირად ვერც იქნებოდა. მკითხეს, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რუსეთისა და ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატების შესახებ, ასევე პსჟ-ზე, ფიფაზე.
მშვიდად ვიყავი, რადგან არანაირი კავშირი არ მაქვს აფიორებთან“, – ციტირებს პლატინის Yahoo Sports.
პლატინი 2007-2015 წლებში უეფას ხელმძღვანელობდა და ფიფაში კორუფციის ძიებასთან დაკავშირებით თანამდებობას ჩამოაშორეს.
პლატინისთან ერთად სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებიც დააკავეს: საქმეში სარკოზიცაა.
პლატინი დაიჭირეს: საქმე ყატარს ეხება და სარკოზიც ფიგურირებს
ფიფას იმდროინდელმა პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა 2015 წლის ივნისში კორუფციუული სკანდალის გამო წასვლა გადაწყვიტა. 2015 წლის შემოდგომაზე შვეიცარიის იუსტიციის ფედერალურმა ბიურომ ბლატერის წინააღმდეგ საქმე აღძრა 2011 წელს პლატინისთვის ორი მილიონი შვეიცარიული ფრანკის უკანონო გადარიცხვის გამო.
ფიფას ეთიკის კომიტეტმა 2015 წლის დეკემბერში ორივე ფუნქციონერი 8 წლით ჩამოაშორა ფეხბურთს. ფიფას სააპელაციო კომიტეტმა 2016 წლის თებერვალში ჩინოვნიკებს ვადა 6 წლამდე შეუმცირა. ბლატერმა და პლატინიმ აპელაცია შეიტანეს СAS-ში, რომელმაც პლატინის დისკვალიფიკაცია 4 წლამდე დაიყვანა, ბლატერის კი უარყო.