LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სხვები ჩემს ციხეში ჩასმას ითხოვდნენ, ვასაძეს ჩემთან ერთად უნდა საკანში – ბოკერია

120
bokeria

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ლევან ვასაძის განცხადებას ეხმაურება.

“რაღაც პროგრესი მაქვს. სხვები უბრალოდ ციხეში ჩასმას ითხოვდნენ ჩემსას და ამას ჩემთან ერთად უნდა საკანში”, – ამის შესახებ ბოკერიამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გაუგებარია ეს სიმპათიის გამოხატვაა თუ არა.

მანამდე, ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც სამართალდამცავ უწყებებს სთხოვს, რომ მისი დაპატიმრების შემთხვევაში ორკაციან საკანში გიგა ბოკერიასთან ერთად მოათავსონ და “ცოტა ხანი არ შემოიხედონ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები