დედა სიდონია სოციალურ ქსელში თბილისი პრაიდთან დაკავშირებით ვრცელ სტატუსს აქვეყნებს.
ის ამბობს, რომ მთავარი პრობლემა ისაა, რომ საზოგადოება საკითხების არ ცოდნით, კონკრეტულ ძალებს მანიპულირების საშუალებას აძლევს.
„ძლიერ ქრისტიანს ბოროტის არ ეშინია, ის სინათლის გამრავლებაზე ზრუნავს და ასე განსდევნის ბნელს, და არა ჰაერში უმისამართოდ ხელების ქნევით.
როგორც ყოველთვის, საზოგადოების დიდი ნაწილი მიკერძოებულია მსჯელობისას.
ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მადლობასთან ერთად მუქარაც ისმის.
ლევან ვასაძე: ბოლო საჩუქარი ხელისუფლებას, კომბლები სხვენში! [ვიდეო]
ამიტომ, არანაირი სურვილი არ მაქვს პრაიდის თემებში ჩართვის.
ერის პრობლემა განათლება და ანალიზის არქონაა, და სჯობს ცნობიერების ამაღლებაზე, მათი უკიდურესად ცუდი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ვიზრუნოთ ჯერ, და მერე სხვა დანარჩენი მოვთხოვოთ.
სრულიად სხვა და სხვა ნაპირზეა ორივე მხარე, და მათით მანიპულირებენ გონიერი ძალები.
ზოგიც ერთობა და, უმუშევრობით დაგროვილ ენერგიებს ხარჯავს.
მართლა მაინტერესებს, ოთხოზორია რომ საზღვარზე ჩაგვიცხრილეს, მაშინ არ შეგელახათ თავმოყვარეობა?
ამ კითხვას რომ ვსვავ, წინასწარ ვიცი პრაიდის მომხრედ შემრაცხავენ.
აქ არც პრაიდია მთავარი, არც ვასაძე, ჩვენი, საკითხების არ ცოდნით მანიპულირების საშუალებას რომ ვაძლევთ სხვა და სხვა ძალებს პრობლემა მანდაა,“ – წერს დედა სიდონია.