LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონარდო დიკაპრიო და რიანა მუსიკალურ ფესტივალ “კოაჩელაზე”

238

მუსიკალურ ფესტივალ კოაჩელაზე რიანა და ლეონარდო დიკაპრიო ერთად დააფიქსირეს, ინფორმაციას გამოცემა People ავრცელებს.

წყვილმა სცადა, ფესტივალზე ინკოგნიტოდ დარჩენილიყო, თუმცა Neon Carnival-ზე ისინი მაინც იცნეს და ფოტოებიც გადაუღეს.

28 წლის მომღერალი და 41 წლის ოსკაროსანი ღონისძიებაზე ერთად არ მისულან. PEOPLE-ის წყაროს ინფორმაციით, წვეულებაზე ლეო და რიანა შეყვარებულ წყვილს სულაც არ ჰგავდა.

„ლეო ინკოგნიტოდ შემოვიდა წვეულებაზე და სიმღერა „No Scrubs“-ზე ცეკვა დაიწყო. მან მთლიანი ტექსტი ბოლომდე იცოდა! მსახიობთან  ახლოს  რიანა ცეკვავდა მეგობრებთან ერთად, ლეო მასთან მივიდა და მიესალმა,” – ამბობს თვითმხილველი.

ფესტივალზე წყვილის ერთად დაფიქსირება ახალი ჭორების დასაწყისი შეიძლება გახდეს. რამდენიმე წლის წინ მედია აქტიურად წერდა, რომ ლეოსა და რიანას შორის რომანი იყო, ისინი „საეჭვო“ ვითარებაში არაერთხელ დააფიქსირეს.

 

rihanna-1024

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები