ბათუმის სანაპირო წელს განსაკუთრებით ფერადი და მოწესრიგებულია.
გახსნის დღეს დაილია საკმაოდ ბევრი ლუდი, წვენი, კოქტეილი...
ზაფხული დაიწყო - რა ხდებოდა ბათუმში სეზონის გახსნაზე [ფოტოები]
აღსანიშნავია, რომ პლაჟზე უამრავი კომფორტული შეზლონგი და ინვენტარი განთავსდა.
ბათუმის სანაპიროზე შეზლონგის დაქირავების ფასი 3 ლარიდან იწყება.
“ფორტუნა” გთავაზობთ ფოტოებს, რომელსაც ბათუმის ბულვარის “ფეისბუქ” გვერდი ავრცელებს.
ამასთან, ბათუმის სანაპირო ზოლზე ადაპტირებული ხის ბილიკები დალაგდა.
ძველ ბულვართან ე.წ. ძველი გემის მიმდებარედ, ლოკაცია მთლიანად ადაპტირდება.
ბილიკები და ტივტივა ეტლები - სიახლე ბათუმის სანაპიროზე [ფოტოები]
ძველ ბულვართან ერთი ლოკაცია სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. ადგილზე მათ 5 ტივტივა ეტლიც დახვდებათ, რომლითაც წყალში შესვლას შეძლებენ. ტივტივა ეტლით სარგებლობა მომხმარებლებისთვის უფასო იქნება და შშმ პირებს ზღვაში დამოუკიდებლად შესვლის საშუალებას მისცემს.
მომავალ წელს, ახალი ბულვარის მიმდებარე პლაჟების ათვისებაც იგეგმება.