LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რკინიგზამ თბილისიდან ბათუმისკენ დამატებითი რეისები დანიშნა

92
image1

გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ 21, 22, 23 და 24 ივნისს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.

აღნიშნულ დღეებში მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:

თბილისი – ბათუმი – 08:50 – 14:15 საათი.

ბათუმი – თბილისი – 19:15 – 00:40 საათი.

შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets და Biletebi.ge მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. ბილეთები იყიდება ასევე ვებ – გვერდებზე (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge) ; სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.

“საქართველოს რკინიგზა” ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას გისურვებთ,“ – ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები