ფიზიკური განადგურების მცდელობა და ბიძინა ივანიშვილისთვის დაბრალება – ლევან ვასაძე კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს. ბიზნესმენების თქმით, მას უშიშროებიდან აქვს ინფორმაცია, რომ დაგეგმილია მისი განადგურების მცდელობა, რათა ეს , ვასაძის თქმით, ხელისუფლებას და ივანიშვილს დაბრალდეს.
ის ამბობს, რომ თუ მსგავსი რამ მოხდა, ეს იმ ძალების ბრალი იქნება, რომლებსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია უნდათ.
„ეს ინფორმაცია უშიშროების მხრიდან გვაქვს. იმედია, არ მოხდება, მაგრამ ეს იგეგმება იმისთვის, რომ დაბრალდეს მთავრობას, ბიძინა ივანიშვილს და აირიოს ქვეყანა. გუშინდლიდან ჩვენ გადავედით მშვიდ რეჟიმში, თუმცა ჯერ ლელო ბოლომდე არ გაგვიტანია. სახელმწიფომ გადმოდგა ჩვენ მიმართ რაღაც დადებითი ნაბიჯები. ბოლომდე ვერ ვენდობით, მზაობაში ვართ და სიმშვიდეს ვინარჩუნებთ. მე თავიდანვე ვთქვი, რომ ჩემი ღრმა რწმენით, ეს ყველაფერი მიმართული იყო სახელმწიფოს დესტაბილიზაციიაზე და ლოგიკურია ასეთი სვლა. ნამდვილად არ მინდა თავი გავიბითურო, მოგაჩვენოთ თავი და ტყუილად ვილაპარაკო, არც მინდა, რომ ოჯახის წევრები ვანერვიულო, მაგრამ ასეთი ინფორმაცია ნამდვილად არის. მე ვიტყოდი ასე, რომ ღმერთმა დაგვიფაროს, მე არ მჯერა, რომ ასეთი რამ შესაძლებელია, მაგრამ რაღაც მსგავსი თუ მოხდა, მინდა, საჯაროდ განვაცხადო, რომ ჩემი ღრმა რწმენით, ეს არ იქნება ხელისუფლების ბრალი. ანუ თუ ეს გაკეთდა, ეს იქნება პროვოკაცია ხელისუფლების წინააღმდეგ. ყველას, ვინც ამ სახალხო მოძრაობაშია ჩართული, მივმართავ თხოვნით, რაღაც მსგავსი რომ მოხდეს, იცოდეთ, რომ ეს არ არის ხელისუფლების ბრალი. ეს არის იმ ძალების ბრალი, რომლებსაც უნდათ ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.