პსჟ-ს ყოფილი თავდამსხმელი ნიკოლოზ ქუთათელაძე „სპარტაკში“ სინჯებზეა.
ფორვარდმა სამედიცინო გამოკვლევა გაიარა სხვა ფეხბურთელებთან ერთად, ფოტო „სთორიში“ დადო ჯანო ანანიძემ.
18 წლის ქუთათელაძემ ვარჯიში პრაღის „სპარტას“ სკოლაში დაიწყო, შემდეგ რამდენიმე სეზონი „ლილის“ აკადემიაში გაატარა, 2016-დან პსჟ-ს სისტემაში ვარჯიშობდა.
ევროპა მოვლილი ნიკა ქუთათელაძე რუსეთის სახალხო გუნდში აღმოჩნდა.
სპარტაკმა პსჟ-ს 18 წლის ქართველი წაიყვანა
გასულ სეზონში ნიკა „ანჟიში“ უნდა გადასულიყო. მაგრამ მახაჩყალელებს ახალწვეულების დამატება აეკრძალათ.