ზაფხული ბათუმიდან დაიწყო – ქალაქიდან, სადაც ბევრი ლურჯი თვალი, შავი ზღვა, უხვი ნალექი და უამრავი უცხოელი, განსაკუთრებით კი რუსი ტურისტია.
გამარჯვებულებს გადაეცემათ მედლები, საჩუქრები და პირველი ადგილის მფლობელს Summer fest-ის თასი.
15 ივნისს ბათუმი ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს
ფესტივალი „ზაფხული იწყება აქ“ ანბანის კოშკის მიმდებარედ დაიგეგმა – მზით, ქართული ბენდებით და დიჯეებით გახურებულ სანაპიროზე ჩატარდა და დამსვენებლებს ოფიციალური გახსნა ამცნო.
ოსკაროსან ქალაქში გახსნის დღეს დაილია საკმაოდ ბევრი ლუდი, წვენი, კოქტეილი, ბათუმისთვის შესაფერის ფასებში; მოეწყო ფარნების შოუ, ყველაზე ხმაურიანი და ფერადი ფოიერვერკი და პლაჟის ფრენბურთის ჩემპიონატი.
რა ხდებოდა სეზონის გახსნაზე, რას გვპირდება აჭარა და რამდენად მოეწონათ დამსვენებლებს ფესტივალი, მოისმინეთ რეპორტაჟი: