ყველასთვის ცნობილია, რომ ადელი Spice Girls-ის დიდი გულშემატკივარია.
[related_news id=”67903″ align=”left”]
ამ დღეებში, ინგლისელი მომღერალი ფავორტი კოლექტივის კონცერტს, ლონდონში დაესწრო. 31 წლის შემსრულებელმა საღამოდან ვიდეოებისა და ფოტოების მთელი სერია გამოაქვეყნა, რომელთაგან ერთ-ერთში ის ემოციებისგან ცრემლებს ვერ იკავებს და ტირის.
აღსანიშნავია, რომ პერფორმანსის დასრულების შემდეგ, ,,გრემის” ლაურეატი არტისტი მელ ბის, ემა ბანტონს, მელანი სისა და ჯერი ჰოლიუელს კულისებში ესტუმრა, საიდანაც გოგონებმა ,,ინსტაგრამზე” მასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნეს.
ფოტოს აღწერაში, ლეგენდარულმა კვარტეტმა ადელს მადლობა გადაუხადა და სიყვარულში გამოუტყდა.
View this post on Instagram
Thank you for coming to celebrate with us last night @adele we love you!!! ? ✌? #SpiceWorld2019
A post shared by Spice Girls (@spicegirls) on
შეგახსენებთ, რომ Spice Girls-მა დაბრუნება ბრიტანული ტურნეთი აღნიშნა, რომელიც 15 ივნისს დასრულდა.