“სერგეენკო იყო, არის და მინდა დაგარწმუნოთ, მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი” – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან დავით სერგეენკოს შესაძლო წასვლის შესახებ შეკითხვას, თუმცა მთავრობის მეთაურმა იქვე აღნიშნა, რომ გუნდში განახლება და ახალი სისხლი იქნება.
დავით სერგეენკო, შესაძლოა, საჩხერის კლინიკის დირექტორმა ჩაანაცვლოს
ადასტურებს თუ არა ამ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური
„მოდით, მოვლენებს წინ არ გავუსწროთ. გუნდში განახლება და ახალი სისხლი იქნება. ჩვენ განვაცხადეთ, რომ არის ჩვენი პრიორიტეტი, დათო სერგეენკო იყო, არის და მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი. თქვენ იქნებით პირველი, ვინც ამას გაიგებთ, ქართული მედია“, – განაცხადა ბახტაძემ.