LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეზვრიშვილი: რაინდი არ ვიცი, ვინ არის, ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, რეაგირება იქნება მკაცრი

125
mezvrishvili23234

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ნებისმიერი პირის მიმართ, ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, შესაბამისი სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული. ამის შესახებ მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს ლევან ვასაძის გუშინდელ მოწოდებებთან დაკავშირებით უპასუხა.

„რაინდი არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ყველას მიმართ ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, სამინისტროს მხრიდან რეაგირება იქნება მკაცრი. ბუნებრივია ვერავინ გაარღვევს პოლიციის კორდონებს, ვერავინ იძალადეს პოლიციელებზე. თუ ასეთ ფაქტს ადგილი ექნება, ეს გახლავთ სისხლის სამართლის დანაშაული და ბუნებრივია პოლიციას ამაზე შესაბამისი რეაგირება ექნება.“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ თავის ორგანიზებულ “ნამდვილი კაცების” აქციაზე მხარდამჭერებს ძალადობისა და დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, თბილისში პატრულირებას სახალხო რაზმები დაიწყებენ.

დააკავებენ თუ არა ლევან ვასაძეს - გამოძიება დაწყებულია

რას ედავება გამოძიება ბიზნესმენ ვასაძეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები