LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტომ კრუზი შვილის დაბადების დღეს არ დაესწრება და მიზეზი კვლავ მისი რელიგიაა

181

სური კრუზი 18 აპრილს 10 წლის ხდება. ბავშვი დაბადების დღეზე საკუთარ მამას, ტომ კრუზს ვერც წელს ნახავს. მსახიობმა შვილს ოფიციალურად მოუხადა  ბოდიში და უთხრა, რომ ვერც წელს იქნება მასთან ერთად დაბადების დღეზე. კრუზი ფილმ „მუმიას“ გადაღევაზე იმყოფება და იმის მაგივრად, რომ საზეიმო ტორტზე სანთლების ჩაქრობისას შვილის გვერდით იყოს, მსახიობი დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდში ყოფნას არჩევს. კეტი ჰოლმსი საშინლად არის გაბრაზებული ყოფილ ქმარზე, რადგან ტომმა სურის გული კიდევ ერთხელ ატკინა.

„ტომს ბევრჯერ ჰქონდა საშუალება, შვილი ენახა, თუმცა ბავშვისგან და ყოფილი ცოლისგან მუდმივად დისტანცირებას ახდენს. უკვე 900 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც სურიმ მამა ნახა,“ – განაცხადა ინფორმატორმა და აღნიშნა, რომ კრუზს არ სურს ურთიერთობა ყოფილ ცოლთან, რადგან კეტი ჰოლმსი საიენტოლოგიური ეკლესიის მიმართ უარყოფითად არის განწყობილი. ტომ კრუზი კი ამ ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე ღრმად მორწმუნე აღმსარებელია. იმის გათვალისწინებით კი, რომ კეტის დიდი გავლენა აქვს სურიზე, ტომი დარწმუნებულია, რომ შვილი დედის შეხედულებებს იზიარებს, ეს კი, სავარაუდოდ, გახდა მიზეზი, რომ მამას შვილის ნახვა არ სურს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები