ჯორჯო არმანი მოსკოვში იმყოფება, დიზაინერი მიიღებს მონაწილეობას ღონისძიებებში, რომლებიც რუსეთში კომპანია Giorgio Armani-ს შესვლიდან 15 წლის იუბილეს მიეძღვნება.
81 წლის დიზაინერი გუშინ მოსკოვის ცენტრალურ უნივერმაღში თაყვანისმცემლებს შეხვდა და მათთან სურათებიც გადაიღო. ვიზიტის ფარგლებში არმანი საკუთარ ავტობიოგრაფიას წარადგენს ბრენდის ერთ-ერთ მაღაზიაში.
დღეს კი გაიმართება შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება, რომელსაც დიზაინერი თავადაც დაესწრება.