კახი კალაძისა და ანუკი არეშიძის ჯვრისწერა სოციალურ ქსელებში უიქენდის მთავარი თემა იყო. ინსტაგრამზე მათი წვეულებიდან უამრავი ფოტო ვრცელდება, როგორც სტუმრების, ასევე წყვილის შვილების.
თანამედროვე შემსრულებლების – სტეფანეს, სოფო ბათილაშვილის და სხვების შემდეგ, წყვილის ჯვრისწერაზე “თეატრალურის კვარტეტმაც” იმღერა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ და დიზაინერმა ანუკი არეშიძემ 11-წლიანი თანაცხოვრების და მეოთხე ბავშვის შემდეგ ჯვარი დაიწერეს. ჯვრისწერის ცერემონია გრემის ტაძარში გაიმართა, ხოლო საქორწინო ღონისძიებისთვის სტუმრებმა წინანდალში, რედისონის სასტუმროში გადაინაცვლეს. სადაც ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებით იყვნენ დაკავებულები.