Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
გაუძვირდება თუ არა მოსახლეობას სააღდგომოდ კვერცხი? – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაუძვირდება თუ არა მოსახლეობას სააღდგომოდ კვერცხი?

183

კვერცხის და ქათმის მწარმოებელმა კომპანიებმა სააღდგომო მზადება უკვე დაიწყეს. მათი განმარტებით, ქვეყანაში აღნიშნულ პროდუქციაზე დეფიციტი აღდგომის პერიოდში არ შეიქმნება და ბაზრის მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილდება.

როგორც ”ფორტუნას” შპს “კოდას” გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ჭუჭულაშვილმა განუცხადა, მისი კომპანია სააღდგომოდ 4 მილიონამდე კვერცხის რეალიზებას აპირებს.

”მოგეხსნებათ ამ ეტაპზე მხოლოდ კვერცხის წარმოებითაა ”კოდა” დაკავებული, შესაბამისად, დიდი მოცულობით ვაპირებთ ბაზარზე ჩვენი პროდუქციის გამოტანას. რაც შეეხება ფასებს, ისინი არ გაიზრდება და აღდგომის პერიოდამდე არსებულ ტარიფს შევინარჩუნებთ”, – აღნიშნა ჭუჭულაშვილმა.

კვერცხის გაძვირებას არ აპირებს არც შპს ”პატარძეული”, რომელიც სააღდგომო პერიოდში მილიონამდე კვერცხის რეალიზებას გეგმავს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიაში განუცხადეს, მათი პროდუქციის ჩასაბარებელი ფასები 21-დან 24 თეთრამდე მერყეობს და სადღესასწაულო პერიოდშიც ანალოგიური იქნება. რაც შეეხება, გავრცელების არეალს ”პატარძეული” კვერცხით აჭარას, კახეთს, სამცხე-ჯავახეთსა და თბილისს მოამარაგებს. კომპანიაში ამბობენ, რომ დღიურად 115 220 კვერცხს აწარმოებენ.

სააღდგომო სამზადისი აქვს მეფრინველეობის ფაბრიკა ”ფლამინგოსაც” , რომელიც ამ პერიოდში გასაყიდი პროდუქციის გასამმაგებას გეგმავს. როგორც ”ფორტუნას” ფაბრიკის დირექტორმა ვიქტორ მაზნიშვილმა განუცხადა, აღდგომის დღეებში ”ფლამინგო” 20-დან 25 ტონამდე ქათმის ხორცის რეალიზებას გეგმავს.

”ჩვეულებრივ პერიოდში, ერთი კვირის ვადაში, დაახლოებით 7 ტონამდე პროდუქციის რეალიზებას ვახორციელებთ. ვინაიდან, სადღესასწაულო პერიოდში ქათმის ხორცზე მოთხოვნა დიდია, 29 აპრილიდან დავიწყებთ უკვე სუპერმარკეტების მომარაგებას და მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, ვფიქრობთ რომ  25 ტონამდე პროდუქციას გავყიდით”, – აღნიშნა მაზნიშვილმა. მისივე ინფორმაციით, ქათამზე ფასები არ გაიზრდება, და იგივე ტარიფი შენარჩუნდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები