“რედისონ ბლუ ივერიაში” 18 ივნისს ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-4 კონფერენცია გაიმართება Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ფარგლებში. ამ თემასთან დაკავშირებით დღეს პრესსკონფერენცია ჩატარდა, რომელიც სწორედ აღნიშნულ კონფერენციას მიეძღვნა.
პრესკონეფერციაზე ასევე შეჯამებულ იქნა პროექტის შედეგები და დაანონსდა მეხუთე საიუბილეო წლის ცერემონიისთვის ახალი ნომინაციები.
პრესკონფერენციას ესწრებოდა:
- მარინა ჩაიკა – Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის დამფუძნებელი;
- ზურაბ მასურაშვილი – საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი;
- მედეა ჯანიაშვილი – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე;
- ნინო მაღრაძე –თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე;
- მაია ხაჩიძე – BDO-ს პარტნიორი, კორპორაციული ფინანსების მიმართულების ხელმძღვანელი;
- ნინო ქვარიანი – საპარტნიორო ფონდის საზოგადოებასთან ურთუერთობის ხელმძღვანელი.
პრესკონფერენციაზე აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია “Welcome to Georgia“-ს პროექტი საქართველოსთვის, რომ ეს პროექტი ხელს უწყობს ტურიზმის სფეროს განვითარებას, ამ სფეროს წარმომადგენლების მოტივირებას და ქვეყანაში ტურისტების ზრდას.
ღონისძიების ორგანიზატორებმა ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი სახის ღონისძიებების გამართვა. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის და მასპინძლობის მე-4 კონფერენციას დაესწრება სახელმწიფო და კერძო სექტორის 400-ზე მეტი წარმომადგენელი, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტი, ასევე მედიის წარმომადგენლები.
ამასთან ერთად, Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის დამფუძნებლმა, მარინა ჩაიკამ, გააჟღერა 2019 წლის ახალი ნომინაციების ნაწილი, ესენია:
- The Best Airline Company
- The Best Outbound Tour Operator
- The Best Niche Tourism
- The Best Small Winery Award
- The Best Weekend Hotel Award
- The Best Newcomer Hotel
- H2Otel Water Saving Award;
- Traveling Responsibility Award;
- Best Destination Award;
- Best Traditional Craft Award;
- Best Rural Tourism Award;
პროექტი უკვე მეხუთე საიუბილეო წელია იმართება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებით. ოფიციალური მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია და საპარტნიორო ფონდი. უკვე მეოთხე წელია პროექტის თანაორგანიზატორია – საქართველოს ბანკი. დაჯილდოების დამოუკიდებელი აუდიტორი- ბიდიო საქართველო!