LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობი უილიამსის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასები ცნობილია

88

„დინამო არენაზე“ ცნობილი პოპშემსრულებლის, რობი უილიამსის კონცერტი გაიმართება. მის თაყვანისმცემლებს, რასაკვირველია, აინტერესებთ ყველა დეტალი შოუს შესახებ, უპირველესად კი, როგორ უნდა მოხვდნენ მის კონცერტზე და სად შეიძინონ ბილეთები.

Tkt.ge – საიტია, სადაც რობი უილიამსის კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენას შეძლებთ 15 აპრილიდან. საიტმა ახლახან გამოაქვეყნა სქემა, რომელიც ბილეთების ზუსტ ფასს  და იმ ადგილებს მოიცავს, სადაც ამა თუ იმ ფასიანი ბილეთის შეძენას შეძლებთ.

მაშ ასე, არის 20-ლარიანი ბილეთი დასაჯდომი ადგილია, 30-ლარიანი – ფეხზე დასადგომი, 90 ლარი – ფეხზე დგომის ბილეთი სცენასთან, 130 ლარი – ვიაიპი ადგილისთვისაა განკუთვნილი. ერთ ჯერზე ერთ ადამიანს მხოლოდ 10 ბილეთის ყიდვის საშუალება აქვს.

12992819_10207949155419835_692436858_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები