Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ქართველი ხელოვანები ინტერნეტში მეკობრულად განთავსებული პროდუქციის წინააღმდეგ გამოდიან – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ხელოვანები ინტერნეტში მეკობრულად განთავსებული პროდუქციის წინააღმდეგ გამოდიან

82

ქართველი ხელოვანები საავტორო უფლებების დაცვას ითხოვენ. როგორც საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელმა, გიგა კობალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ანზორ ერქომაიშვილმა ქართულ და უცხოურ საიტებზე მოიძია მეკობრულად განთავსებული ქართული ფოლკლორული ნიმუშები. კობალაძის თქმით, ერქომაიშვილი საავტორო უფლებების დაცვას ითხოვს და მაქსიმალურად შეეცდებიან, საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ  სიმღერების, ფილმების და სხვა საავტორო ნამუშევრების გამოყენების წესები დაიცვან.

”ჩვენ გამოვუშვით 16კომპაქტური დისკი, რომლებშიც შედის 380 სიმღერა, შეგიძლიათ ნახოთ, რომ სხვადასხვა საიტზე  იყიდება ჩვენი სიმღერები აქედან კი ჩვენთვის ერთი თეთრიც არავის გადაუხდია. არაერთხელ მივწერეთ ამ საიტებს, რომ აეღოთ ჩვენი სიმღერები თუმცა რეაგირება არ მოუხდენიათ”,- აღნიშნა ანზორ ერქომაიშვილმა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილებას წინ უძღოდა გერმანიაში მომხდარი ინციდენტი, როდესაც, რუსულად დასათაურებულ CD დისკში ანსამბლ ”რუსთავის” მიერ შესრულებული „ჩაკრულო“, „მრავალჟამიერი“ და „სულიკო“ იყო ჩაწერილი, ხოლო ”რუსთავი” სომხურ ანსამბლად იყო მოიხსენიებული.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე კი აცხადებს, რომ ანსამბლ ”რუსთავს” არცერთ აღნიშნულ საიტთან არ აქვს გაფორმებული რაიმე სახის ხელშეკრულება, შესაბამისად, თუ ვერ მიიღწევა სიტყვიერი შეთანხმება, საიტების ადმინისტრაციებს დაეკისრებათ ადმინისტრაციული ჯარიმა -ფულადი თანხა რეალურ ღირებულებაზე ათმაგი ოდენობით, ხოლო თუ არც ჯარიმა იქნა გადახდილი შემდეგ აღძრული იქნება სისხლის სამართლის საქმე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები